პიკეს ტრავმა, გარსიას გაძევება, დეპაის სადებიუტო და არაუხოს ჩაუთვლელი გოლი - "ბარსა" "ბილბაოს" დაუზავდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე ტურში "ბილბაოსა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და შეიძლება ითქვას, "ბარსამ" "სან მამესზე" ქულა მოიპოვა.

დებიუტში ანგარიშის გახსნა სტუმართა თავდამსხმელ ბრეიზუეითს შეძლო, მაგრამ 5 მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 31-ე წუთზე ტრავმირებული პიკე არაუხომ შეცვალა. არაუხომ მაკრატელათი ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მარტინეს მუნიერამ მიიჩნია, რომ ბრეიზუეითმა იმ მომენტში ბალენსიაგაზე თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩათვალა. ყოფილი არბიტრი იტურალდე გონსალესი ამტკიცებს, რომ ნაღდი გოლი იყო, ბალენსიაგა არც აპროტესტებდა და უნდა ჩაეთვალათ.

შესვენების შემდეგ
ინიგო მარტინესმა ბასკური გუნდი დააწინაურა, ხოლო 75-ეზე დეპაიმ ანგარიში გაათანაბრა. მან კატალონიურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.

დაძაბული გამოვიდა შეხვედრის უკანასკნელი წუთები: ჯერ დეპაიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ზედ საფინალო სასტვენის წინ ერიკ გარსიამ საჯარიმოსთან ნიკო ვილიამსი წააქცია, ბარსელონას" მცველი გააძევეს, სტანდარტი "ბილბაომ" ვერ გამოიყენა და - 1:1.

29 აგვისტოს "ბარსელონა" "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კუმანი მოსაშორებელია.
0
დაახიეს ბურთი თავზე ბარსას და ახლა მსაჯს დაუწყებენ დაბრალებას ;დდ ესვენება ბარსას მზე
Dima
22:35 22-08-2021
1

სიახლეები პოპულარული