მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დავიდ ალაბას "რეალში" პრეზენტაციის დროს მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
"სიმართლე გითხრათ, ცოტა კი გამიკვირდა, ალაბამ "რეალის" ლოგოს რომ აკოცა,"- თქვა ჰაინერმა.
ალაბა მადრიდის "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ, რაც "ბაიერნთან" გაფორმებული კონტრაქტიდ ვადა ამოეწურა. ავსტრიელი მიუნხენურ გრანდში 2009 წლიდან თამაშობდა და "რეკორდმაისტერის" რიგებში ბუნდესლიგა 10-ჯერ, ქვეყნის თასი და სუპერთასი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2-2-ჯერ მოიგო.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით