საოცარი 3:3 - "ლევანტეს" კარში მცველი იდგა, ბეილმა 2 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, "რეალი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეორე ტურში „ლევანტესა“ და „რეალის“ მატჩი 3:3 დასრულდა

სტუმრები დებიუტში „ტოტენჰემიდან“ დაბრუნებულმა ბეილმა დააწინაურა, რომელსაც ბოლოს პრიმერაზე გოლი 2019 წლის 1-ელ სექტემბერს „ვილიარეალთან“ ჰქონდა გატანილი (მაშინ დუბლი შეასრულა). შესვენების შემდეგ კურტუას კარი მარტიმ და კამპანამ დალაშქრეს და მასპინძლები წინ გავიდნენ. აზარის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ვინისიუსმა 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე რობერმაც გაუტანა „სამეფო გუნდს“, ხოლო 85-ეზე ვინისიუსმა დუბლი შეასრულა.

87-ე წუთზე „ლევანტეს“ მეკარე ფერნანდესი გააძევეს და რადგან მათ მწვრთნელს ყველა შეცვლა განხორციელებული ჰქონდა, კარში პორტუგალიელი მცველი ვეზო
ჩადგა, რომელმაც სათადარიგო გოლკიპერ კარდენასის მაისური ჩაიცვა. დარჩენილ დროში მადრიდელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

29 აგვისტოს „სამეფო გუნდი“ სევილიაში „ბეტისს“ შეხვდება.

ვალენსია. „სიუდადი“. 9 838 მაყურებელი
ლევანტე - რეალი 3:3
გოლები: 0:1 ბეილი (5), 1:1 მარტი (46), 2:1 კამპანა (57), 2:2 ვინისიუსი (73), 3:2 რობერი (79), 3:3 ვინისიუსი (85)
გაძევება: ფერნანდესი (87, ლევანტე)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბენზემას ბინტი შეახმა ხელზე.
ბიკენტი
10:58 24-08-2021
0
გამოჩნდა რომ რამოსის და ვარანის გარეშე რეალის დაცვა უსუსტესად გამოიყურება, პერესი ამ შეცდომებს დროდადრო მოიმკის, განსაკუთრებით რამოსის გაშვებისთვის, ნაჩოს და მილიტაოს იმედზე ჩემი მტერი იყოს, სამივე გოლი ცენტრალური ზონიდან გაუშვეს და მეოთხეც უნდა გაეტანა ლევანტეს
მამუკა
20:09 23-08-2021
0

სიახლეები პოპულარული