"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მომავალში კლუბის ხელმძღვანელი, შესაძლოა, ქალი გახდეს.
"მომავალ 10 წელში "ბარსას" პრეზიდენტი ქალი გახდება. ქალები დამსახურებულ აღიარებას უფრო გვიან იღებენ.
თუმცა ტრენდი შექმნილია და ეს კარგია. ბევრ ქალს შეუძლია კარგი მმართველი იყოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი კლუბის პრეზიდენტი 10 წელზე უფრო ადრე გახდება", - თქვა ლაპორტამ.
"ბლაუგრანას" მმართველობით სათავეებთან ახლოს ორი ქალი გახლავთ - ლაპორტას მოადგილე მარია ელენა ფორტი და კლუბის ადმინისტრაციის უფროსი მანანა გორგაძე. თუ საქმე ქალებზე მიდგა, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყველაზე
მეტი შანსი სწორედ ამ ორ ქალბატონს აქვს.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
ქვემოთ დაწყებულ კამათს გამოვეხმაურები: გიორგაძეც, გორგაძეც და გორგოძეც არიან იმერული გვარები. ქართლშიც არიან რათქმაუნდა მაგრამ ისევე როგორც ძე-ზე დამთავრებული გვარების დიდი უმეტესობა დასავლეთიდან არიან გადასულები.