შესაძლოა, ქართველი - ლაპორტამ "ბარსას" სათავეში 10 წლის შემდეგ ქალი დააანონსა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მომავალში კლუბის ხელმძღვანელი, შესაძლოა, ქალი გახდეს.

"მომავალ 10 წელში "ბარსას" პრეზიდენტი ქალი გახდება. ქალები დამსახურებულ აღიარებას უფრო გვიან იღებენ.

თუმცა ტრენდი შექმნილია და ეს კარგია. ბევრ ქალს შეუძლია კარგი მმართველი იყოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი კლუბის პრეზიდენტი 10 წელზე უფრო ადრე გახდება", - თქვა ლაპორტამ.

"ბლაუგრანას" მმართველობით სათავეებთან ახლოს ორი ქალი გახლავთ - ლაპორტას მოადგილე მარია ელენა ფორტი და კლუბის ადმინისტრაციის უფროსი მანანა გორგაძე. თუ საქმე ქალებზე მიდგა, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყველაზე
მეტი შანსი სწორედ ამ ორ ქალბატონს აქვს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს თუ ღადაობა არ არის ძალინ მაგარი იქნება - ქართველი ქალბატონი, მანანა გორგაძე ბარსას პრეზიდენტი!
Irakli
14:28 24-08-2021
6
ნეტა იმას ვისაც, ამისი გჯერათ.
guga
16:14 24-08-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული