"რეალმა" მბაპეს შესაძენად პსჟ-ს მიმართა

AutoSharing Option
El Chiringuito-ს მტკიცებით, "რეალმა" თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძენად ქმედითი ნაბიჯი გადადგა და პსჟ-ს კონკრეტული წინადადებით მიმართა.

"რეალმა" პარიზულ კლუბს ფრანგი ფორვარდის ტრანსფერში 160 მილიონი ევრო შესთავაზა და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწყება ითხოვა.

თუმცა "პარი სენ ჟერმენმა" მბაპეს 160 მილიონად გაყიდვაზე უარი განაცხადა.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ იქამდე არ გაყიდეს, თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული