"ბარსელონა" დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს. კლუბის ხელმძღვანელობას სურვილი აქვს, ახალგაზრდა შემტევი, როგორც მინიმუმ, კიდევ 3 წლით დაიტოვოს.

შეთანხმების შემთხვევაში ფრანგ ნახევარმცველს "ბლაუგრანას" ფინანსური კრიზისის გათვალისწინება და ხელფასის დაკლება მოუწევს. ამჟამინდელი კონტრაქტი უსმანს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, დემბელე "ბარსელონას" 2017 წელს "დორტმუნდიდან" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ფრანგმა კატალონიელთა რიგებში ჯამში 81 შეხვედრა გამართა, თავი კი 18 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
დებილე!!!!!!!!!!!
0
ბარსელონას, ბევრი მუქთად მჭამელები ყავს, დემბელეს თამადობით. ბალასტები დაიტოვეს. მთავარი სახე და ვარსკვლავი ისე გაუშვეს, ერთი ძარღვიც არ შესტოკებიათ. ასე "გააგრძელეთ".
=======
12:06 27-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული