გამოცემის მტკიცებით, „რეალმა“ პარიზულ კლუბს მბაპეში 170 მილიონი ევრო პლუს 10 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზა. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მადრიდული კლუბი პსჟ-ს მესამე წინადადებით მიმართავს.
„რეალმა“ ადრე „პარი სენ ჟერმენს“ მბაპეში 160 მილიონი შესთავაზა, მაგრამ პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ ეს წინადადება საერთოდ არ შეესაბამება თავდამსხმელის რეალურ ღირებულებას.
ლეონარდომ ხაზი გაუსვა, რომ მბაპეს 200 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევიან.