"რეალმა" პსჟ-ს ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ოფიციალური წერილით აცნობა "პარი სენ ჟერმენს", რომ თუ კილიან მბაპეს თაობაზე გარიგება 29 აგვისტომდე არ შედგა, ესპანური გრანდი მასზე უარს იტყვის.

"ან ამ შაბათ-კვირას, ან არასდროს!" - ასეთი იყო მბაპეს შესახებ წაყენებული ულტიმატუმი. "რეალში" თვლიან, რომ საჭიროა იჩქარონ, რადგან ორშაბათს მერე, როცა საერთაშორისო შეხვედრების ფანჯარა დაიწყება, ტრანსფერის განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

Le Рarisien-ის ინფორმაციით, "რეალის" წერილში ისიც ეწერა, რომ მადრიდელები 180 მილიონ ევროზე 1 ცენტით მეტსაც არ გადაიხდიან.

30 აგვისტოს ფრანგი ფორვარდი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს უნდა შეუერთდეს. ასეთ
პირობებში კონტრაქტის გაფორმება და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლა შეუძლებელი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მესისთან ერთად როგორ არ უნდა თამაში... 1 წლის მერე გადავიდეს
მე არ ვარ რობოტი
09:52 30-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული