"ბარსელონას" ახალი 10-იანი 18 წლის თინეიჯერი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრესსამსახურის მიხედვით, გუნდის 18 წლის შემტევმა ანსუ ფატიმ სათამაშო ნომერი შეიცვალა და დღეიდან 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

18 წლის ფატი მოირგებს მაისურს, რომელსაც მარადონა, რომარიო, რივალდო, რიკელმე, რონალდინიო და ლიონელ მესი ატარებდნენ.

ფატი "ბარსას" ძირითადი გუნდის წევრი 2019 წელს გახდა. გასულ სეზონში თინეიჯერმა ნახევარმცველმა ლა ლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

2020 წლის ნოემბერში ანსუ ფატიმ მძიმე ტრავმა მიიღო და ბურთთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ გასულ თვეში დაუბრუნდა. 2020 წელს ფეხბურთელი პირველად გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ გუნდში.


მკითხველის კომენტარები / 9 /
დედით ალბათ ხეთაგუროვია, ისე ჩვენი საშაყირო რა ჭირს? 18 წ. "ბარსას" 10-იანია ტიპი! კორიდის ხარისთვის დაურქმევიათ ფატი, ჩვენ მარტო კაზანელ ლეკვებს "ვნათლავთ".
ვიტალი
20:06 01-09-2021
7
ცივილური ქვეყნები, არც ერთ დიდ სპორცმენს "საფლავში" არ მიყვება, არ ქმნიან, ჩვენგან განსხვავებით კერპებს და მომავალს და პერსპექტივებისკენ ისწრაფვიან, ეს სტიმულია და ლა-ლიგაში ეს კარგად იციან, მარადონას შემდეგ იყო 10-იანი და რა? არ მოგწონთ,
დიტო
19:57 01-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული