ბართომეუს ანტუან გრიზმანი სპორტული მიზნებისთვის არ უყიდია, სინამდვილეში...

AutoSharing Option
SPORT-ის ცნობით, "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს, ანტუან გრიზმანი სპორტული მიზნებისთვის არ უყიდია. სინამდვილეში ფრანგი შემტევის მოყვანით სურდა, რომ მესისა და სუარესის გუნდში გავლენა შეემცირებინა.

მაშინდელი კლუბის სპორტული განყოფილება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას გრიზმანის ყიდვას არ ურჩევდა. იმავე აზრზე იყო ვალვერდეც...

ერთ დღესაც მესი ერნესტოსთან მივიდა და ჰკითხა, თუ სად ითამაშებდა ფრანგი შემტევი, რაზედაც კატალონიელების იმდროინდელმა მწვრთნელმა უბრალოდ თავი ჩახარა, ხმაც არ ამოიღო. როდესაც კაპიტანმა გრიზმანის გუნდში გადასვლა პრესის მეშვეობით შეიტყო, მაშინვე ხოსეპ მარიასკენ გაეშურა და ჰკითხა, იყო თუ არა ეს
სიმართლე, რაზედაც ტყუილი პასუხი მიიღო, რომ ანტუანი ხელს არ მოაწერდა.

როგორც ჩანს, ფრანგის გუნდში მოსვლა გარკვეულ წინაღობებთან და გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. სავარაუდოდ, მიზეზიც ესაა, თუ რატომ ვერ შეეწყო გუნდს...

შეგახსენებთ, გრიზმანი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მადრიდის "ატლეტიკოში" იჯარა+სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით დაბრუნდა.

"ბარსელონას" მაისურით ფეხბურთელმა 74 შეხვედრა გამართა, თავი კი 22 გოლით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ ეს სიმართლეა - მართლა იდიოტი ყოფილა ბართოლომეუ. გრიზმანი ან რა ფეხბურთელია ან რა ავტორიტეტი, რომ მესის კი არა და საერთოდ ვინმეს გავლენა შეემცირებინა
ზურა
20:06 08-09-2021
0
ლაპორტა და კუმან მიეწიეთ ბართოს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული