"როცა "სიტიში" ვთამაშობდი, ვარჯიშზე საათ-ნახევრით ადრე მივდიოდით, "ბარსაში" კი ყველა 30 წუთით ადრე მოდის.
ვთქვი: კარგი, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 1 საათით ადრე მოვალ, ცოტას დარბაზში წავივარჯიშებ-მეთქი. მივედი და არავინ დამხვდა. ჯანდაბა, ყველაფერი დაკეტილი იყო", - განაცხადა აგუერომ.
არგენტინელს "ბარსას" რიგებში ჯერ დებიუტი არ ჰქონია. ჯერ ტრავმირებული იყო. დიდი ალბათობით, ოქტომბერში დაბრუნდება.
მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით