აგუერო: "სიტიში" უკეთესი იყო...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ახალწვეულმა სერხიო აგუერომ Twitch-ში პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა, თუ რა სხვაობაა "მანჩესტერ სიტისა" და "ბლაუგრანას" შორის ვარჯიშისადმი მიდგომების მხრივ.

"როცა "სიტიში" ვთამაშობდი, ვარჯიშზე საათ-ნახევრით ადრე მივდიოდით, "ბარსაში" კი ყველა 30 წუთით ადრე მოდის.

ვთქვი: კარგი, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 1 საათით ადრე მოვალ, ცოტას დარბაზში წავივარჯიშებ-მეთქი. მივედი და არავინ დამხვდა. ჯანდაბა, ყველაფერი დაკეტილი იყო", - განაცხადა აგუერომ.

არგენტინელს "ბარსას" რიგებში ჯერ დებიუტი არ ჰქონია. ჯერ ტრავმირებული იყო. დიდი ალბათობით, ოქტომბერში დაბრუნდება.

მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
წადი ბიძია გაასწარი, თორემ "კუმანის გეგმებში ვერ ჩაჯდები" მაგას არ უყვარს არგენტინელები. მაგის გეგმებში მხოლოდ ჰოლანდიელები ჯდება.
aguero droze.
13:47 07-09-2021
1
რახან თქვენ იტყვით რა.
ვოე
16:53 07-09-2021
0

სიახლეები პოპულარული