"ბარსელონა" დემბელეს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გადაწყვიტა თავდამსხმელი უსმან დემბელე გუნდში დატოვოს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით" იტყობინება.

"ბარსა" დემბელესთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მალე კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო დემბელეს ოთხი თვე გაუცდებოდა და ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები დატოვა. მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული.

გასულ სეზონში დემბელემ ლა ლიგის 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ევროპირველობაზე 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუარესს რომ გაყიდი და დემბელეს დაიტოვებ აი მენეჯმენტი, გენაცვალე საკადრო პოლიტიკაში. ვაი თქვენს პატრონს
ქართველი
12:24 13-09-2021
0
ჰმ ???!!! ამ დებილეს უგრძელებენ კონტრაქტს, რომელიც ხელფასის აღების და ლაზარეთში კოტრიალის მეტს არაფერს, რომ არ აკეთებს სარგებელს, გუნდისთვის. ასეთი პარაზიტებისთვის მილიონების ფლანგვა ემეტებათ, და ვინც სული და გული იყო ბარსასთვის, ის ლეგენდა ისე გაუშვეს, ვითომც არსაფერი. თქვენს ბრიყვულ მიდგომას არ გავკარით?!
გია
09:51 11-09-2021
1

სიახლეები პოპულარული