გაზეთ ABC-ის ცნობით, "რეალის" ნახევარმცველი დანიელ სებლიოსი შეიძლება იანვარში იჯარით "ბეტისში" გადავიდეს.
კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილ იქნება პუნქტი, რომლის მიხედვით "ბეტისი" ვალდებული გახდება კონტრაქტი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. სებალიოსს "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
სებალიოსი "ბეტისში" ზაფხულში უნდა გადასულიყო, მაგრამ ოლიმპიადაზე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ტრანსფერი ჩაიშალა.
ის "ბეტისის" აღზრდილია, "რეალმა" 2017 წელს 16.5 მილიონად შეიძინა, ხოლო 2019-2021 წლებში "არსენალში" ჰყავდა განათხოვრებული.
ის "ბეტისის" აღზრდილია, "რეალმა" 2017 წელს 16.5 მილიონად შეიძინა, ხოლო 2019-2021 წლებში "არსენალში" ჰყავდა განათხოვრებული.