"ლა ლიგის" ბოსი: მესი "ბარსადან" ფულადი საკითხის გამო არ წასულა

AutoSharing Option
"ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა ეკონომიკურ საკითხებს არ უკავშირდება.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" მომავალი სეზონის ფინანსური ანგარიშებიდან გავიგებთ, რეალურად შეეძლო თუ არა მესის "ბლაუგრანაში" დარჩენა.

კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, როგორც არის. ზუსტად ვიცი, ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

აღნიშნული საკითხი ლაპორტასა და მის დირექტორთა საბჭოსთან მობილურით საუბრისას განვიხილე.

მესის წასვლის მიზეზი ეკონომიკური რომ ყოფილიყო, ჩვენ რაიმე სახის გამოსავალს მაინც ვიპოვიდით,"- განაცხადა ტებასმა Sport.es-თან ინტერვიუში.




მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია ეს და სიმართლეს ამბობს. მესი წავიდა იმიტომ რომ ლაპორტამ ვერ მოახერხა დაეხვევინებინა კუმანი. მესიმ კუმანს ერთი სეზონი გაუძლო და გაუძლო გმირულად, და მეორე სეზონი აღარ აპირებდა კიდე მაგ დეგენერატის ყურებას. და ლაპორტა რომ მოვიდა ვალდებული იყო გაენთავისუფლებინა კლუბი მაგ ბართომეუს ჩამოთრეული დამპლისგან და მართლა აღორძინება დაეწყო ბარსაში მაგრამ რაღაც საეჭვო მიზეზების გულზე ვერ მოახერხა. კუმანი არის სასტიკი დეგენერატი და კლუბს მაგის ხელში მომავალი არა აქვს. პირიქით ეგ ბარსას დასაქცევად არის მოვლენილი
2
საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპაში პოპულარობით მეექვსე ადგილზეა.საცოდაობაა სუპერ მესის იქ თამაში.ნახეთ რას დაემსგავსა მბაპე რა რეგრესი განიცადა.
ეს ფეხბურთის უბედურებაა.
23:37 12-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული