"ლა ლიგის" ბოსი: მესი "ბარსადან" ფულადი საკითხის გამო არ წასულა

AutoSharing Option
"ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა ეკონომიკურ საკითხებს არ უკავშირდება.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" მომავალი სეზონის ფინანსური ანგარიშებიდან გავიგებთ, რეალურად შეეძლო თუ არა მესის "ბლაუგრანაში" დარჩენა.

კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, როგორც არის. ზუსტად ვიცი, ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

აღნიშნული საკითხი ლაპორტასა და მის დირექტორთა საბჭოსთან მობილურით საუბრისას განვიხილე.

მესის წასვლის მიზეზი ეკონომიკური რომ ყოფილიყო, ჩვენ რაიმე სახის გამოსავალს მაინც ვიპოვიდით,"- განაცხადა ტებასმა Sport.es-თან ინტერვიუში.




მკითხველის კომენტარები / 5 /
სამმა მაფიოზის გეგმებს შეეწირა მესი: შენი, ლაპორტასი და პერესის. სამივე დასახვრეტები ხართ. ასეთი ვარსკვლავი, ვერ შეინარჩუნეთ ლენჩებო.
ჯერ ამის ლენჩოიას სახეს შეხედეთ.
18:33 12-09-2021
3
საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპაში პოპულარობით მეექვსე ადგილზეა.საცოდაობაა სუპერ მესის იქ თამაში.ნახეთ რას დაემსგავსა მბაპე რა რეგრესი განიცადა.
ეს ფეხბურთის უბედურებაა.
23:37 12-09-2021
4

სიახლეები პოპულარული