"რეალმა" "სელტას" შემოუტრიალა - ვინისიუსი ტრიბუნიდან ძლივს ჩამოიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-4 ტურში "რეალმა" განახლებულ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სელტა" 5:2 დაამარცხა. მატჩს 19 874 მაყურებელი დაესწრო.

ვიგოელები ორჯერ დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი მადრიდელებმა მეტოქე დაჯაბნეს. ჰეთ-თრიკი ქარიმ ბენზემამ შეასრულა, რომელმაც ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ქარიმის ანგარიშზე 4 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასია. სადებიუტო გოლი მოედანზე შესვლიდან 6 წუთში 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანა. დიტუროს კარი ვინისიუსმაც დალაშქრა. ის გოლის აღსანიშნავად ტრიბუნაზე გულშემატკივრებთან ახტა და სტიუარდებმა და პოლიციელებმა უკან დააბრუნეს, ხოლო მსაჯმა ყვითელი
ბარათი უჩვენა.

"რეალი" 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს გასვლაზე "ვალენსიას" შეხვდება. "სამეფო გუნდი" 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული