ჯერ ისედაც დიდ კრიზისში გადავარდნილ "ბარსელონას" თითქოს და პრობლემები არ აკლდა და ახლა დიდი კატასტროფის წინაშე დადგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინ, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ტურში "ბლაუგრანასა" და "ბაიერნს" შორის გამართულ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერების" ორმა ვარსკვლავმა, პედრიმ და ხორდი ალბამ ტრავმ ამიიღეს. შეგახსენებთ, კატალონიელები 0:3 დამარცხდნენ.
კანარიელი ნახევარმცველის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თინეიჯერი მძიმე ტრავმას გადაურჩა, რადგან ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, თუმცა როგორც ცნობილია, პედრის მარცხენა კუნთი აწუხებს, რაც შეეხება ალბას, რონალდ კუმანმა მცველი შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე
16 წუთით ადრე შეცვალა, როგორც ცნობილია, ხორდიმ მარცხენა ბარძაყი დაიზიანა.
ამრიგად, როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში პრობლემები არ იკლებს, როგორც ვარაუდობენ ორივე ფეხბურთელი 3-4 კვირამდე გამოტოვებს.
მომზადებულია mundodeportivo-ს მიხედვით