კუმანის ბედი 4 შეხვედრაში გადაწყდება - ლაპორტა მწვრთნელით შერცხვენილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს დაკავებული თანამდებობა გარანტირებული არ აქვს. სექტემბრის თვეში "ბლაუგრანა" 4 შეხვედრა გამართავს - ლა ლიგაში "გრანადასთან", "კადიზთან" და "ლევანტესთან", ჩემპიონთა ლიგაზე კი "ბენფიკასთან".

თუ გუნდი ამ მატჩებში დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებს, კატალონიელთა პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ნიდერლანდელ სპეციალისტს დაითხოვს. Deportes Cuatro-ს ცნობით, ლიგის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ ხელმძღვანელობა შერცხვენილი და უკმაყოფილოა, ამასთან ერთად მათი მოთხოვნით, ისინი რონალდს "ბარსას"  სტილის დაცვასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემას ითხოვენ (იგულისხმება რიკი პუჩი).

როგორც ჩანს ნიდერლანდელ მწვრთნელს გუნდში პრობლემები
აქვს, ცუდი შედეგის შემთხვევაში ის კლუბს დატოვებს, ჯერ-ჯერობით ალტერნატიული ვარიანტი უცნობია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
ახია კუმანზე.ყველაფერი ამას დაბრალდა ბოლოს.სუარესის გაშვება,მესის გაშვება და გუნდის დასუსტება მწვრთნელს დაბრალდა.არადა რა უნდა ქნას მწვრთნელმა როცა გუნდს აღარ შეუძლია ხელფასების გადახდა და ტრანსფერების განხორციელება.მხოლოდ თავისუფალ ფეხბურთელებს იმატებს.რაც ბარსაში ხდება ეს კუმანის ბრალი ნამდვილად არაა.უწია ჰოლანდიის ნაკრების შუა გზაში მიტოვების ცოდვამ.
Master
18:19 16-09-2021
3
კუმანზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს,მაგრამ ლაპორტას რაიმე იმედი ჰქონდა,რომ ამ შემადგენლობით,ბავარიასთან არ შერცხვებოდა?არ მჯერა!უბრალოდ ამას ვერ აღიარებს.
სოსო
15:38 16-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული