სუარესი "ატლეტიკოს" მხსნელად მოევლინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ხეტაფეს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში 45-ე წუთზე იან ობლაკის ავტოგოლის შედეგად გახსნეს, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც კარლოს ალენიამ 75-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და "ხეტაფე" 10 კაცით დარჩა.

რიცხვობრივი უპირატესობის მიღებიდან 3 წუთში (78-ე წუთზე) ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა, 90-ე წუთზე კი "როხი ბლანკოს" 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "ლურჯებს" 0 ქულა აქვთ და მე-19 ადგილს იკავებს, "ჩოლოს შეგირდებმა" თავი 14 ქულას მოუყარეს და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველ
ადგილს იკავებენ.

"ხეტაფე" მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს, "როხი ბლანკო" 25 სექტემბერს "ალავესს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
და ეხლა ბრაიტვეითი გვყავს სანატრელი :((
ალექსა
11:01 22-09-2021
0
ვაიმე, რამდენ სუარეს შევხედავ, იმდენ "მოკითხვას" ვუგზავნი დეგენარტ კუმანს.
გია
12:31 22-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული