ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის "რეალმა" "მალიორკას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა.
კარიმ ბენზემამ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, 24-ე და 29-ე წუთებზე მარკო ასენსიომ მალიორკელების კარი 2-ჯერ აიღო, ესპანელი ფეხბურთელის გოლებს შორის სტუმართა რიგებიდან კანგ-ინ ლიმ 1 გოლი გაქვითა (25-ე წუთი).
მეორე ნახევარში 55-ე წუთზე ასენსიომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, დარჩენილი 2 გოლი კი კარიმ ბენზემამ (78-ე წუთი) და ისკომ (84-ე წუთი) გაიტანეს.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "სამეფო გუნდი" 16 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. კუნძულელები 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.
"რეალი" მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს. "მალიორკა" 26 სექტემბერს "ოსასუნას" უმასპინძლებს.