ლა ლიგის მე-7 ტურში "ალავესმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე გაიტანეს, თავი ვიქტორ ლაგუარდიამ გამოიჩინა.
ამრიგად, 7 ტურის შემდეგ "როხიბლანკო" 14 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, "ალავესი" 3 ქულით მე-20 ადგილს იკავებს.
"ატლეტიკო" 2 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბარსელონას" უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "მილანს" ესტუმრება.
"ალავესი" 1-ელ ოქტომბერს ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.