ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბილბაოსთან" ფრეს მიაღწია - 1:1.
"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში პირველად ჩააყენა იასპერ სილესენი.
69-ე წუთზე ბასკური გუნდი ინიგო მარტინესმა დააწინაურა, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი მაქსი გომესი გააძევა და "ვალენსია" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მარკოს ანდრემ 90+5-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ნამატჩევს ბორდალასმა განაცხადა, რომ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა "ტყავი გაიძრო" და წაგება არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. მან მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"ვალენსია" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.