ფატი 323 დღის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა - კუმანის ხელმძღვანელობის გარეშე "ბარსამ" უკეთ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-7 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ლევანტე" და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მე-6 წუთზე ანგარიში მემფის დეპაიმ პენალტით გახსნა, მე-14 წუთზე ლიუკ დე იონგმა სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო მოედანზე 81-ე წუთზე შესულმა ანსუ ფატიმ 90+1-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფატიმ 323 დღის შემდეგ პირველად ითამაშა და განაცხადა, რომ მისთვის მე-10 ნომერი სიამაყეა და არა წნეხი.

ამ მატჩში "ბარსას" დისკვალიფიცირებული რონალდ კუმანის ნაცვლად მისმა თანაშემწემ, ალფრედ სჰროიდარმა უხელმძღვანელა, რომელმაც თქვა, რომ აქამდე ფატი ძალიან აკლდათ და როდესაც ყველა
ტრავმირებული დაბრუნდება, მაგარი შემადგენლობა ეყოლებათ.

"ბარსელონა" 12 ქულით მე-6 ადგილზეა, "რეალს" 5 ქულით ჩამორჩება, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 2 ოქტომბერს მადრიდში "ატლეტიკოს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 29 სექტემბერს, ლისაბონში ჩემპიონთა ლიგაზე - "ბენფიკას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ, დიდი ამბავი თუ ლევანტეს მოუგეს. დამძორებულმა ბარსამ, დამძმორებულ ლევანტეს მოუგეს. ფატის გამოუწმინდეთ აყროლებულია.
ბარსა
10:22 27-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული