ცხოვრება საქანელას ჰგავს. ზუსტად იმავეს თქმა შეგვიძლია სპორტზეც. რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" მომავალი უიმედოდ მოჩანდა, დღეს კი კატალონიურ კლუბში პერსპექტიული ახალგაზრდების იმედი აქვთ.
გუშინ, 26 სექტემბერს, "ბლაუგრანამ" "ლევანტე" საკუთარ კედლებში 3:0 დაამარცხა და გულშემატკივარს იმედი კიდევ ერთხელ ჩაუსახა. და მაინც, საიდან გაჩნდა ეს ილუზია? გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე პერსპექტიულმა ახალგაზრდამ მიიღო. ითამაშეს და გაიმარჯვეს. თავის მხრივ, "ბარსელონას" ამჟამინდელი თავკაცი რონალდ კუმანი ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ დიდ ნდობას იჩენს, რაც საბოლოოდ, შედეგამდეც მიდის.
ჟერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსის გარდა, "ბლაუგრანა" მოედანზე თინეიჯერებით
გავი და ანსუ ფატი გამოირჩნენ
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შესანიშნავად იმოქმედეს, თუმცა გავისა და ანსუ ფატის თამაში გამოსარჩევია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "ბლაუგრანაში" ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, დიდი სახელების გუნდში მოსვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია, მსგავსი ნიჭიერი თინეიჯერებისთვის კი ეს შანსი უნდა იყოს, თანაც რონალდ კუმანი და მისი სამწვრთნელო შტაბი დიდ ნდობას უცხადებენ.
ამ ძალით კატალონიელებს მოთმინება მართებთ, რათა ჩამოთვლილი ფეხბურთელები სწორ გზას გაუყვნენ. თუ პროექტმა იმუშავა, კუმანის სახელი "ბლაუგრანას" ისტორიაში წარმატებით გაგრძელდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მომზადებულია Marca-ს მიხედვით