ლა ლიგის მე-8 ტურში "ატლეტიკომ" მადრიდში 2:0 დაამარცხა "ბარსელონა".
ანგარიში 23-ე წუთზე ლუის სუარესის პასით ტომას ლემარმა გახსნა, 44-ე წუთზე კი თავად ურუგვაელმაც დაამწუხრა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რის შემდეგაც გოლი "ბარსას" მწვრთნელის რონალდ კუმანის მიმართ სატელეფონო ზარის იმიტაციით აღნიშნა. ურუგვაელმა, თქვა, რომ ეს ჟესტი ნიდერლანდელისთვის არ მიუძღვნია, მაგრამ ცხადია, სწორედ მას მიუგო ნიშნი.
ამ სეზონში კატალონიურმა გუნდმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 3 მატჩი მოიგო, რაც 1987/88 წლების სეზონის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.
კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონას" მწვრთნელობა არავის უნდა და კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კუმანს სიტუაციის გამოსწორება შეუძლია და არ გადააყენებს.