გვარდიოლას ოფშორული სქემა და პეპის პანამური კომპანია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა "პანდორას დოსიეს" ერთ-ერთი მოქმედი პირი აღმოჩნდა.

"პანდორას დოსიე" წარმოადგენს საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის გამოძიების რეპორტს, რომელიც მსოფლიო ლიდერებისა და ცნობილი პირების ოფშორულ სქემებში სავარაუდო მონაწილეობას ეხება.

დოკუმენტში გვარდიოლა აღნიშნულია, როგორც პანამური კომპანია Repox Investments-ის წარმომადგენელი. კომპანია 2017 წლის თებერვალში შეიქმნა, 1 თვით ადრე, სანამ გვარდიოლა "ბარსელონას" მეორე გუნდს ჩაიბარებდა.

პეპის ფინანსური კონსულტანტი ლუის ორობიტი ამბობს, რომ კომპანიის შექმნას "ბარსელონასა" და გვარდიოლას პანამისკენ მიმართულ ბიზნესინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, Repox Investments-ის შექმნის ინიციატორი ანდორის
ბანკი იყო, რადგან ამ გზით გვარდიოლას, როგორც საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელი არსად გამოჩნდებოდა. პეპმა ანდორის ბანკში ანგარიში 2003 წელს გახსნა, როცა ყატარულ "ალ აჰლიში" გადავიდა. კლუბი ესპანელს სეზონში 2 მილიონ ევროზე მეტს უხდიდა და თანხა ანდორის ბანკში ინახებოდა, რადგან იქ არანაირ გადასახადს არ იხდიდა. Repox Investments-ს რეალური საქმიანობა არასდროს დაუწყია. მისი შექმნის იდეა ანდორის ბანკში ანგარიშის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დამალვა იყო.

ხოსეპ გვარდიოლა "ალ აჰლიში" 2003-05 წლებში თამაშობდა. 2007 წელს კი პეპი "ბარსელონა B-ს" მთავარი მწვრთნელი გახდა, 2008 წლის მაისში კი კლუბის მთავარი გუნდი ჩაიბარა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული