საგიჟეთი ვალებში ჩაძირულ "ბარსაში" - კუმანს ლაპორტამ ლაპარაკი აუკრძალა და მისი შემცვლელი შეიგულა

AutoSharing Option
"მარკას" მტკიცებით, "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაყენება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მიზეზი ფინანსური კრიზისია.

გამოცემის ცნობით, ლაპორტამ და კატალონიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ფრან რევერტერმა ოთხშაბათს აუდიტის მონაცემები უნდა გამოაქვეყნონ, რომლის მიხედვით, "ბარსას" სატრანსფერო დავალიანება 115 მილიონ ევროს შეადგენს. ეს მძიმე მემკვიდრეობა მათ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ დაუტოვა, რომლის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

მართალია, ლაპორტამ დავალიანება 28.4%-ით შეამცირა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუფარავთ სატრანსფერო თანხები: 29 მილიონი "იუვენტუსის" მართებთ მირალემ პიანიჩის ტრანსფერისა, 48 მილიონი "აიაქსის"
ფრენკი დე იონგის შეძენისთვის და 16 მილიონი ამავე კლუბისთვის სერჟინიო დესტის გამო. ამას გარდა, "ლივერპულისთვის" ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 13 მილიონი უნდა გადაუხადონ. 2020 წლის აგვისტოში გადაყენებულ მწვრთნელ კიკე სეტიენს დღემდე არ გაუსტუმრეს საკომპენსაციო თანხა.

ვალების დაფარვის მიზნით ლაპორტამ Barca Studios-ს ნაწილის 100 მილიონად გაყიდვა გადაწყვიტა.

კუმანთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა "ბარსელონას" ჯამში 15 მილიონი დაუჯდება და ამიტომ ითრევენ ფეხს. სანამ კუმანს ამ ფულს არ გადაუხდიან, გუნდის ახალ თავკაცს ვერ დანიშნავენ.

კუმანი ნიდერლანდებში თოქ-შოუში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ლაპორტამ მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა.

El Nacional-ი კი ირწმუნება, რომ ლაპორტამ კუმანის შემცვლელი მოიძია - ეს "აიაქსის" დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგია. წყარო იტყობინება, რომ ლაპორტას ძალიან მოსწონს ტენ ჰაგის სათამაშო სტილი და მასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთი თუ გიყვარს ისეთი აიაქსიდან ასეთ ბარსაში რატო უნდა წახვიდე? :D
ნოდო
07:51 05-10-2021
0
ჰეი, ლაპორტ! მესისსთვის გადასაცემი თანხა არ დაგავიწყდეს, რა არ ეკუთვნის ერთგულებისთვის? მაგრამ შენ უერთგულე? ამის მერე ყველაფრის ღირსი ხარ!
აფერისტ ლაპორტას.
09:46 05-10-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული