ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ პრესის კრიტიკა არ აღელვებს.
"რატომ არ ვკითხულობ პრესას? იმიტომ, რომ ფეხბურთში დიდ უმრავლესობაზე უკეთ ვერკვევი, მე თქვენზე (ჟურნალისტებზე) მეტი ინფორმაცია მაქვს. არ ქვეყნდება ისეთი რამ, რაც მე დამაინტერესებს და რასაც წავიკითხავ.
შემადგენლობის შერჩევის თაობაზეც არ ვუსმენ კრიტიკოსებს. შემადგენლობას არ ვცვლი. ვენდობი იმათ, ვისაც ნაკრებში ვიწვევ", - ციტირებს ლუის ენრიკეს "მარკა".