"ვიმედოვნებდი, უხელფასოდ ითამაშებდა... ნეიმარი ვერ დაგვეხმარებოდა" - ლაპორტა ექსკატალონიელებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, იმედი ჰქონდა, რომ ლიონელ მესი "ბლაუგრანას" სამსახურს უფასოდ შესთავაზებდა, საბოლოოდ კი ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა, "ალბისელესტეს" კაპიტანი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.

შეგახსენებთ, ლეოს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში დაუმთავრდა. მხარეებს შორის დიდხნიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ყველას ეგონა, რომ სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი გუნდში დარჩებოდა, თუმცა ყველაფერი დაგვიანდა... მესიმ კი ახალი ტიტულების საძიებლად პარიზს მიაშურა.

"მე ის ძალიან მიყვარს. ამიტომ გაბრაზებული ვერ ვიქნები" - ციტირებს RAC1 ლაპორტას სიტყვებს.

"თუმცა დრო მოდის, როდესაც დაინახავ, რომ რაღაც შეიძლება არ ახდეს... ორივე
მხარე იმედგაცრუებული ვართ. იმისთვის, რომ დარჩენილიყო, დიდი ზეწოლის ქვეშ გვაქცევდა, თვითონ კი იცოდა, რომ თუ აქ რაიმე არ გამოვიდოდა, მისთვის პსჟ-ის კარი ღია იყო. ის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მინდა ეს ასეც დარჩეს. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას პარიზელებისგან შემოთავაზება ჩვენ დატოვებამდე ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენც ვიცოდით... მოსალოდნელი იყო, რომ ლეო დიდ შემოთავაზებას მიიღებდა.

Sportall.Ge

როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხებოდა, ვფიქრობდი, რომ "ბარსელონასთვის" საუკეთესო რაღაცას ვაკეთებდი. ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და ის ჩვენთვის უფასოდ ითამაშებდა, თუმცა ხელმძღვანელობა იმას ვერ დაველოდებოდით, რომ ასეთი დონის სპორტსმენი ამას გააკეთებდა.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რომ თუ ფინანსურად მოვძლიერდებოდით, ის კომპენსაციას მიიღებდა, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პსჟ-ის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტსა და მესის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული".

ამის შემდეგ ლაპორტამ სერხი რობერტოს კონტრაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, მხარეები ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. ასევე კომენტარი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოქცეულ რონალდ კუმანზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს მხარს უჭერს.

"ის დარჩება. როდესაც საქმეები ისე მიდის, როგორც ჩვენ არ გვსურს, რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. სხვადასხვა ადამიანთან საუბრისას საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, რომ ის ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს. ის "ბლაუგრანას" დიდი გულშემატკივარია, ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ. მას კატალონიური გუნდი უყვარს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში კლუბს სათავეში ჰყოლოდა.

Sportall.Ge

მას ვკითხე, ენდობოდა თუ არა არსებულ გუნდს, რაზედაც თანხმობა განმიცხადა, თუმცა შედეგის მისაღწევად ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაა საჭირო. იმედი გვაქვს, რომ უსმან დემბელე "ვალენსიასთან", კიევის "დინამოსთან" და მადრიდის "რეალთან" ითამაშებს".

მოგეხსენებათ, კატალონიელები "კამპ ნოუს" რესტავრაციას გეგმავენ. ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალს" მიბაძოს და სხვა მოედანზე ითამაშოს, ეს მოედანი კი იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი იქნება, "ბლაუგრანა" კი საშინაო შეხვედრებს ამ მოედანზე მანამ გამართავს, სანამ სამუშაოები არ დასრულდება.

"მომწონს ეს იდეა. ვფიქრობ, ეს 1 სეზონს გაგრძელდება. სხვა მოედანზე ვფიქრობდი, თუმცა მე "იოჰანის" სტადიონი მომწონს".

მიუხედავად დიდი ფინანსური კრიზისისა, გასულ ზაფხულს "ბარსელონას" სახელი ნეიმარს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი 2017 წელს კატალონიიდან "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა.

"რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ, დრო იყო ამ ნაბიჯის გადადგმის. მათ გვითხრეს, რომ უკან დაბრუნება სურდა, კლუბსაც წასვლასთან დაკავშირებით შეუთანხმდა, თუმცა ეს ფეხბურთია, ვინც უკეთეს წინადადებას გააკეთებს, ის გაიმარჯვებს. ნეიმარი ჩვენ ვერ დაგვეხმარებოდა, მისი არგაფორმება კარგი იდეა იყო" - განაცხადა ლაპორტამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესის ტვინგაყინული ფანები კიდევ ვერ ხვდებიან რა ჩუმჩუმელა და გაიძვერაა მათი კერპი.შარშან უნდა გაეყიდა ბარსელონას როცა საკმაოდ მსუყე თანხას იხდიდნენ,მაგრამ არ გაყიდეს,ალბათ მესის კეთილშობილების იმედი ჰქონდათ.ასეთი მამის და ძმის პატრონი თავად როგორ იქნება კეთილშობილი???!!!
არ დაბლოკოთ!
14:31 09-10-2021
10
ბიჭო ეს კატალონიელები ასეთ ტიპებს სად პოულობენ. ბართომეუ რაღაც ფულებს ტეხავდაეხავდა იქ, გუნდს მესის ათრევინებდა თან პახოდუ შავ პიარს უგორებდა., ახლა ამან ლუკ დე იონგი მიათრია და ხელფასს უხდის, ცალტვინა დემბელეს კალთებს ახევს მესის კი უხელფასოდ უნდა ეთამაშა თურმე - ნაწყენია ტიპი.ისე ეგეც ტყუილია კონტრაქტს ვერ გააფორმებდნენ რადგან კანონმდებლობის მოთხოვნით წინა ხელფასის ნახევარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს რაის უხელფასოდ.
არტ
02:35 09-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული