მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ საკუთარი აზრი "ელ კლასიკოს" შესახებ გამოთქვა.
"არავინ არ უყურებს იმას, თამაშობენ თუ არა კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი, ყველა იმედოვნებს, რომ მათი საყვარელი გუნდი გაიმარჯვებს.
მითამაშია "კლასიკოში" და ვიცი, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო შეხვედრაა, მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის ფინალში არასდროს ვყოფილვარ. "რეალი" - "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ფინალს აღემატება...
"ბარსელონამ" ცუდად დაიწყო, მაგრამ ეს უნიკალური სეზონია. მოთამაშეებმა ამით უნდა ისარგებლონ და უნდა ესმოდეთ, რომ მოგებას მათთვის 6-ქულიანი მნიშვნელობა აქვს,"- თქვა კამერუნელმა.
უახლოესი "კლასიკო"
2 კვირაში, 24 ოქტომბერს გაიმართება.
მომზადებულია tuttomercato-ს მიხედვით