"ბარსელონაში" ახალი ათიანი ბრწყინავს - ელ კლასიკომდე ბარსამ ვალენსიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში „ბარსელონამ“ სახლში "ვალენსია" 3:1 დაამარცხა.

დებიუტში სტუმრები გაიამ დააწინაურა. შემდეგ „ბარსას“ ახალმა ათიანმა ფატიმ, რომელმაც ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, შორიდან ლამაზი დარტყმით, მესის სტილში დაამწუხრა სილესენი, ხოლო 41-ე წუთზე ფატი საკუთარ საჯარიმოში გაიამ წააქცია და პენალტი დეპაიმ უზადოდ შეასრულა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მერე მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს და კოუტინიომ სილესენს გაუტანა. მან 29 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. 87-ე წუთზე კი „ბარსელონას“ შემადგენლობაში შეცვლაზე აგუერო შევიდა და კატალონიურ
გუნდში მისი დებიუტი შედგა.

15 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ბარსელონა“ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 24 ოქტომბერს „რეალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვალენსია“, რომელსაც 12 სექტემბრის შემდეგ არ გაუმარჯვია, 12 ქულით მერვე პოზიციაზეა და 23 ოქტომბერს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 47 317 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 გაია (5), 1:1 ფატი (13), 2:1 დეპაი (41, პენ), 3:1 კოუტინიო (85)

მკითხველის კომენტარები / 4 /
გადაავლებ თვალს და სულ 18-22 წლის ბიჭები ბრწყინავენ ყველგან მოწინავე ლიგებში და ჩვენ კიდევ გადავაფასებთ ხოლმე აქ ჩვენ ,,ვარსკვლავებს", აქაოდა 5 გოლი გაიტანა რუსეთის ჩემპიონატშიო, კაცი მოატყუაო და ასეთი რაღაცებით
ზურა
09:20 18-10-2021
2
მესამე ძაან დებილი გოლი გაუშვა სილესენმა. კარგია, ბევრი შეცდომა მას.
შაკო
13:11 18-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული