"ვალენსიაში" აღშფოთებულები არიან - მწვრთნელმა და კაპიტანმა ემოციები ვერ დამალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიას" კაპიტანმა ხოსე გაიამ და მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ მსაჯობით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალეს.

"ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბურთი უფრო ადრე მივიღე და მასზე ვითამაშე. შეიძლება ჩემსა და ანსუ ფატის შორის მცირედი კონტაქტი იყო, მაგრამ შენელებული კადრი ყოველთვის მატყუარაა.

გასულ წელსაც ჩემზე საეჭვო პენალტი დანიშნეს. ერთი კუთხიდან ამბობენ, რომ ფეხს ბურთს ვურტყამ, მეორედან კი ისე ჩანს, თითქოს ანსუ ფატის ვეხები. მოკლედ, ყოველთვის ისე სტვენენ ხოლმე, როგორც უნდათ", - თქვა გაიამ.

მსგავსივე ემოციები ჰქონდა ხოსე ბორდალასს:

"პენალტი შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი იყო, მაგრამ არ უნდა დაენიშნათ. მატჩის შემდეგ ყველაფერი ვნახე. გაიამ მოედანზეც მითხრა, რომ ბურთს შეეხო და ამის შემოწმება შეეძლოთ. თამაში ძალიან ბევრს ნიშნავდა და ვერაფრით ვხსნით, VAR-ის გამოყენების შემდეგ 11-მეტრიანი როგორ დანიშნეს. ამ გადაწყვეტილებას არასდროს დავეთანხმებით, ძალიან აღშფოთებულები ვართ", - განაცხადა ბორდალასმა.

"ვალენსიას" ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი "ნოუ კამპზე" გამართული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმიტომ რომ სილესენმა ორივე ბურთი ჭამა ტერ შტეგენისგან განსხვავებით.
sddd
13:07 18-10-2021
5
არ იყო პენალტი 100%.
ისე არ გინდათ სილესენზეც აღშფოთდეთ 30 მეტრიდან რო უშვებს გოლებს?
Levani
16:09 18-10-2021
2

სიახლეები პოპულარული