პიკე: ვინისიუსის "ბარსელონაში" შესახვედრად ვემზადებოდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუსი "რეალში" და არა კატალონიურ გუნდში.

"ვინისიუსი დიდი ტალანტი იყო. თქვენ იცით, რომ "ბარსელონაში" გადმოსვლასთან ახლოს იყო? მაგრამ "რეალმა" ორჯერ მეტი შესთავაზა.

მას პირადად ვესაუბრე, მითხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო. გასახდელში მის შესახვედრად ვემზადებოდით, თუმცა ბოლოს "რეალი" გამოჩნდა და გადაიბირა", - განაცხადა პიკემ As-თან ინტერვიუში.

ვინისიუსმა ამ სეზონში ლა ლიგის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული