შეუძლია "ბარსას" "კლასიკოს" მოგება? - Marca საკუთარ აზრს გვთავაზობს

AutoSharing Option
შესაძლოა "ბარსელონამ" "ელ კლასიკომდე" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გაიმარჯვა, თუმცა არის ნიშნები, რომ დიდებული გუნდი კვლავ აღზევების გზას დაადგა? თუ ისევ ქვესკნელისკენ ჩავარდება?

როგორც კიევის "დინამოსთან" მატჩში გამოჩნდა, კატალონიელები ბევრად სოლიდურად მოქმედებდნენ, რაზედაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო...

"ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ თუ ისინი სწორად ითამაშებენ, ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ... ვნახოთ, იქნება თუ არა ასე "ელ კლასიკოშიც".

კლუბი ნორმალურად ათამაშდა

"ბარსამ" "რეალთან" მატჩამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა ("ვალენსიასთან" და
კიევის "დინამოსთან").

"ბლანკოსთან" მატჩში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იქ გამარჯვება გუნდს რწმენის ამაღლებაში დაეხმარება.

ანსუ ფატი ფორმაში ტრავმიდან მშვენივრად დაბრუნდა

ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიონელ მესის წასვლის შემდეგ გუნდის იმედად მოგვევლინა. 18 წლის ფეხბურთელი ტრავმიდან სულ ახლახან დაბრუნდა, თუმცა გულშემატკივარს აჩვენა, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მისი მომავალი დიდია.

"კლასიკოში" გატანილი გოლი თინეიჯერს რწმენის გამყარებაში დაეხმარება, ანსუმ უნდა იგრძნოს, რომ "ბლაუგრანას" ლიდერია და ისე უნდა ათამაშდეს, როგორც ამას გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები აკეთებენ.

გუნდის სიღრმე

ფატისთან ერთად გუნდს სერხიო აგუეროც შეუერთდა, არგენტინელს კი შეუძლია ცვლილებაზე შემოვიდეს და კრიტიკულ მომენტში კარის ჩარჩოსკენ შედეგიანად გაისროლოს.

ფილიპე კოუტინიო კვლავაც აღმავლობის გზაზე მოგვევლინა, ხორდი ალბა კი ძველებურად ათამაშდა. ფლანგის მცველის აქტიურობა "ბარსას" სათამაშო ფილოსოფიის ნაწილია. გავიხსენოთ უკრაინელებთან გოლიც, სწორედ ალბას კარგი გადაცემის შემდეგ გავიდა გოლი.

პრობლემები გოლის გატანის თვალსაზრისით

"ბარსელონას" გოლის გასატანად რამდენიმე შანსი სჭირდება - რამდენად მისცემს ამის შესაძლებლობას "რეალი", საკითხავია. რონალდ კუმანს სასტარტო თერთმეტეულში ისეთი ფეხბურთელების გამოყვანა ესაჭიროება, რომლებიც თავიანთ შანსს გამოიყენებენ.

ნახევარდაცვა

მადრიდის "რეალი" ნახევარდაცვის ფაზაში ძლიერია. ამიტომ უპირატესობის მოპოვებას, პირველ რიგში, მოედნის ამ ტერიტორიაზე ცდილობს. ნიდერლანდელ სპეციალისტს დაფიქრება მოუწევს, რადგან ნახევარდაცვის ჩავარდნის შემთხვევაში "ლურჯ-ბროწეულისფერები", დიდი ალბათობით, დამარცხდება.

ტრავმები

კატალონიელებს ლაზარეთში ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც გუნდის ლიდერებად გვევლინებიან - პედრი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე.

თუმცა, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი, სერხიო ბუსკეტსი და მარკ ანდრე ტერ შტეგენი მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან. ჩამოთვლილ სპორტსმენებს დაემატება ანსუ ფატიც...

ყოველივე ამის გათვალისწინებით, "ბარსელონას" შესწევს ძალა, რომ მრისხანე მეტოქე დაამარცხოს, რაც რწმენის ამაღლებასა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას გამოიწვევს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვალ "რეალი" კონცერტს ჩაუტარებს "ბარსელონას" " ნოუ კამპზე".ამ ფორმაციის "ბარსა" ს არანაირი შანსი არა აქვს დაამარცხოს შესანიშნავ ფორმაში მყოფი "რეალი".
თემო
08:45 23-10-2021
1
წავიკითხე სტატია და ვაი თქვენს პატრონს. კუმანის და ლაპორტას ხელში რისი იმედი გაქვთ?
მიწაზე დაეშვით.
15:23 21-10-2021
2

სიახლეები პოპულარული