24 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს. მომავალი "ელ კლასიკოს" წინ "ბარსას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"ამჯერად კარგი წინათგრძნობა მაქვს. გასული ორი მატჩი მოვიგეთ, ფეხბურთელებმა ტრავმები მოირჩინეს, ფატი და აგუერო უკვე დაგვიბრუნდნენ, სახლში ვთამაშობთ, საკუთარი მაყურებლების წინაშე.
მინდა ფანებს რწმენა შთავუნერგო, რომ შესანიშნავი შოუ გველის. თუ მოვიგებთ, ამის აღნიშვნა შესანიშნავი იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" გაიმარჯვებს", - ციტირებს ლაპორტას "მუნდო დეპორტივო".