კუმანის საკითხზე ლაპორტას გადაწყვეტილება ცნობილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდელი დაკავებულ თანამდებობას "ელ კლასიკოში" მარცხის შემთხვევაშიც შეინარჩუნებს.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი თავად კუმანმაც გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ შეეცდება, ნდობა კარგი მუშაობით გაამართლოს.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
პოლიტიკაში რომ ბევრი ფულსთვის მიდის ეგეც იცის აჩიმ და მართლა კაცური ადამიანი ყოფილა ფულსაც რომ არ დაშურდა. ეგ პატივისცემა და სიყვარული მუდამ გექნებათ ტყუპებს. შოთი კიდევ ნაკრებში არ მოდის მაგიტომ რომ არ დაკარგოს ის რასაც აჩი გაუფრთხილდა. მართლა ძალიან დასაფასებლები ხართ ტყუპები.
georgian
23:50 23-10-2021
1
ლაპორტა! კუმანი, კარგა მაგრა შეინახე, არსად დაგეკარგოს. ვაი შენს პრეზიდენტობას რა ვუთხარით? სამში არა ხარ! გუნდს უკან და უკან მიათრევთ, ეს მაფიოზები.
აფსუს, ბარსა?
15:37 24-10-2021
0

სიახლეები პოპულარული