"რეალმა" "ბარსელონა" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-10 ტურში "რეალმა"გასვლაზე "ბარსელონა"2:1 დაამარცხა.

მატჩის წინ "ბარსელონას"პრეზიდენტმა ლაპორტამ განაცხადა, რომ კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და "რეალის"პრეზიდენტ პერესთან ერთად ისადილა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა ალაბას გოლით 1:0 მოიგეს, რომელმაც "რეალში"პირველი გოლი გაიტანა, მასპინძლებს კი კურტუას კარში ბურთი არ დაურტყამთ. მეორე ტაიმში "ბარსელონა"ამაოდ ცდილობდა მატჩის გადარჩენას, კომპენსირებულ დროში ვასკესმა სწრაფი კონტრშეტევისას დაამწუხრა ტერ შტეგენი, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ აგუერომ კატალონიურ გუნდში სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

"ბლანკოსმა""ბარსა"ელ კლასიკოში ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა, 20 ქულით ლიდერია და 27 ოქტომბერს "ოსასუნას"უმასპინძლებს, ხოლო 15
ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი "ბარსელონა"იმავე დღეს სტუმრად "რაიო ვალეკანოს"დაუპირისპირდება.

ბარსელონა. “ნოუ კამპი“
ბარსელონა - რეალი 1:2
გოლები: 0:1 ალაბა (32), 0:2 ვასკესი (90+4), 1:2 აგუერო (90+7)

- "ბარსელონას"17 წლის ნახევარმცველი გავი XXI საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ელ კლასიკოში სასტარტოში იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალს 5 ქულით ჩამორჩება და ეს ამოქაჩვადია.არ ვიცი, რამდენად ამოქაჩვადია ბარსელონას გაჭირვება
სოსო
21:18 24-10-2021
1
ლაპორტ! ლეო მესი, როგორ გაიმეტე? ეხლა მაინც აღიარე, რომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინე ლეოს წინაშე. ლეოს მერე გუნდი მორღვეულია.
გია
20:53 24-10-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული