"ბარსელონა B"-ს მწვრთნელი სერჟი ბარხუანი "ბლაუგრანას" დროებით ჩაიბარებს.
სპეციალისტი გუნდის თავკაცი მანამ იქნება, სანამ ჟოან ლაპორტა სხვა კანდიდატურასთან შეთანხმებას არ მიაღწევს.
შეგახსენებთ, გუშინ, "რაიო ვალეკანოსთან" მარცხის შემდეგ, რონალდ კუმანი გაათავისუფლეს.
მომზადებულია fcbarcelona-ს მიხედვით