"ბარსელონადან" "ბეშიქთაშში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა კატალონიური გუნდის მწვრთნელ რონალდ კუმანის გადაყენებით გაიხარა. მან "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა შემდეგ წაშალა:
"იცოდე, როდისაა განავალთან გამომშვიდობების დრო".
პიანიჩი "ბარსაში" 2020 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა, მაგრამ ნიდერლანდელი იშვიათად ათამაშებდა და გუნდის დატოვება მოუწია.