გადაწყდა - ხავიმ ჩემოდნები ჩაალაგა და განწირული მშობლიური გუნდის გადასარჩენად ბარსელონაში ბრუნდება!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ისტორიაში ახალი ერა იწყება - გუნდს მალე მისი ლეგენდა ხავი ჩაიბარებს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ხავის "ბარსას" მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია, ეს ამბავი ნაღდია და წყალი არ გაუვა.

41 წლის ხავი დღეს "ალ სადის" ხელმძღვანელობას შეხვდა და წასვლაზე მოელაპარაკა. კატარულმა კლუბმა მას დარჩენილი ორი მატჩის ჩატარება სთხოვა, ასე რომ, ოფიციალური განცხადება 4 ნოემბრამდე არ გაკეთდება.

ხავიმ "ალ სადთან" შეთანხმებას მიაღწია და "ბარსელონას" მისი კონტრაქტის გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხის (1 მილიონი ევრო) გადახდა არ მოუწევს.

დღეს ხავიმ თავისი გუნდის ფეხბურთელებს უთხრა, რომ
სამუშაოდ "ბარსელონაში" გადადის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის "ბარსას" 6 ნოემბერს "სელტასთან" მატჩში უხელმძღვანელებს და  გუნდში ჟიულ კუნდეს (სევილია), კინგსლი კომანის (ბაიერნი) და რაჰიმ სტერლინგის (მანჩესტერ სიტი) მიწვევა სურს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაინც ვერ გავიგე რატომ ეიმედებათ ასე ხავის მწვრთნელად დანიშვნა ბარსელონას გულშემატკივრებს? კარგი ფეხბურთელობა რომ კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს ბევრჯერ დადასტურდა, არაბეთის დონე რამდენად შეეფერება ლა ლიგის დონეს ცოტა გაუგებარია, მაგ საზომით შოთა არველაძე დაენიშნათ ბარსას მწვრთნელად, უზბეკეთის ჩემპიონი ეგეც არის, თან ფეხბურთელიც კარგი იყო, გამოცდილებაც ხავიზე მეტი აქვს, ეს ერთი და ეხლა მეორე ამ შემადგენლობით რაც ბარსას დღეს ჰყავს ხავი კი არა მამა-ზეციერი ვერ უშველის, ნუ თუ ჯადოსნური ჯოხი არ აქვს ხავის და ერთი დაკვრით დეფაის მესიდ გადააქცევს, ლუკ დე იონგს კიდე სუარესად, ბრაიტვეიკს კიდე ნეიმარად
მამუკა
08:56 30-10-2021
1
ლაპორტა, სერიოზული მეგონა და კი გამოჩნდა რა არა სეიოზულიც გამოდგა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული