"ბარსელონაში" ხავის ხუთშაბათს ელიან, აგუეროს კი - 3 თვის შემდეგ

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" ხავის მწვრთნელად დანიშვნას ცდილობს, რომელსაც "ალ სადთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ოფიციალურად ხავის "ბარსაში" დაბრუნების შესახებ შეიძლება ხუთშაბათს ან პარასკევს გამოაცხადონ.

ხავი "ბარსელონას" "სელტასთან" მატჩში ვერ უხელმძღვანელებს, ვინაიდან ოთხშაბათს ყატარის ჩემპიონატზე "ალ სადი" "ალ დუჰაილემს" ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერობას განიმტკიცებს.

ასე რომ, ის კატალონიაში, უკეთეს შემთხვევაში, ხუთშაბათს ჩაფრინდება, "ბარსელონა" კი "სელტას" შაბათს ხვდება და სავარაუდოდ, მისი დებიუტი მშობლიური გუნდის სათავეში 20 ნოემბერს "ესპანიოლთან" შედგება. იქამდე ის სანაკრებო პაუზისას
კლუბსა და გუნდში შექმნილ ვითარებას უკეთ გაეცნობა.

დიდი ალბათობით, "ბარსელონა" ხავის პრეზენტაციას შემდეგ კვირაში ჩაატარებს.

დღესვე "ბარსელონამ" თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიც "ალავესთან" საშინაო მატჩის 41-ე წუთზე შეუძლოდ გახდა და საავადმოფოში გადაიყვანეს. არგენტინელს გულის პრობლემა აქვს და მინიმუმ 3 თვე გაუცდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ექნება კაცს გულის პრობლემა აბა რაა, მესისთან ერთად უნდოდა თამაში და დემბელე შერჩა, ისიც დამტვრეული
baggio
08:15 02-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული