კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, "ბარსელონას" თავდამსხმელი სერხიო აგუერო გულის პრობლემის გამო ძალიან შეწუხებულია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მინიმუმ სამი თვე მოუწევს უქმობა, თუმცა ეშინია, რომ საერთოდ ვეღარ შეძლებს თამაშს. მას ოჯახი და აგენტი ერნან რეგერი უჭერენ მხარს.
"კუნი" "ალავესთან" საშინაო მატჩის 41-ე წუთზე შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა.
"კუნი" "ალავესთან" საშინაო მატჩის 41-ე წუთზე შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა.