"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი სპორტულ საკითხებში რაფა იუსტე და დირექტორი მატეუ ალემანი დოჰაში ჩავიდნენ და "ალ სადის" ხელმძღვანელობასთან მწვრთნელ ხავის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკება გამართეს.
კატალონიური "სპორტის" მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და თუ რაიმე არ შეიცვალა, "ბარსა" ხავის მწვრთნელად დანიშვნას პარასკევს გამოაცხადებს, მისი სადებიუტო მატჩი გუნდის მწვრთნელის რანგში კი 20 ნოემბერს "ესპანიოლთან" შედგება.
"კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. მე ამაზე არ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ პოზიტიური განწყობა მაქვს. იმედია, კლუბები შეთანხმდებიან. მათ ჩემი პოზიცია იციან და მჯერა, მალე ყველაფერი
გადაწყდება. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება. "ბარსაში" დაბრუნება რაღაც წარმოუდგენელი და ამაღელვებელი გახდება", - განაცხადა ხავიმ.