ყატარულმა "ალ სადმა" დაადასტურა, რომ ხავი მოღვაწეობას "ბარსელონაში" განაგრძობს. როგორც ცნობილია, კატალონიური მხარე კომპენსაციის სახით 5 მილიონ ევროს გადაიხდის.
"ხავი ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცხოვრებისა და სპეციალობის ახალ ეტაპზე დიდ წარმატებას ვუსურვებთ" - წერს "ალ სადი" სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ესპანელი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 1998-2015 წლებში გამოდიოდა, რა დროშიც 25 ტიტული მოიგო. გამოსარჩევია 4 ჩემპიონთა ლიგა და 8 ლა ლიგა.
2015 წელს ის "ალ სადში" გადავიდა, 2019 წელს კი ხელი სამწვრთნელო კარიერას მიჰყო, ყატარული გუნდის თავკაცის პოსტზე კი 7 ტიტულის მოგება მოახერხა.
მომზადებულია Sports-ის
მიხედვით