სადილის დროს ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი ახალ ფორვარდს დაიმატებს. ამ ყველაფრის მიზეზი კი სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შეგახსენებთ, არგენტინელი მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელის თქმით, ისინი უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ სამ ახალ ფეხბურთელს გაიფორმებენ.
ესპანელი სპეციალისტი კატალონიელებს ამ კვირაში შეუერთდება, გავრცელებული ინფორმაციის სახით კი ექს ნახევარმცველი ხელშეკრულებას 2023/24 წლის სეზონის დასრულებამდე გაავრცელებს.
ჯერ-ჯერობით ვინაობა ცნობილი არაა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "ბლაუგრანას" სახელს
"მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, რაჰიმ სტერლინგს უკავშირებენ.
მომზადებულია championat-ის მიხედვით