სილესენმა სამი გაუშვა - "ვალენსიამ" "ატლეტიკოსთან" საოცარ მატჩში ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-13 ტურში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ატლეტიკოსთან" ფრეს მიაღწია - 3:3.

"ღამურების" კარს კვლავ სილესენი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო. 90+2-წუთამდე სტუმრები 3:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა 21 წლის თავდამსხმელმა დურომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"ვალენსია" 17 ქულით მეათე ადგილზეა და 22 ნოემბერს გასვლაზე "სოსიედადს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 37 432 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 3:3
გოლები: 0:1 სუარესი (35), 1:1 სავიჩი (50, საკ. კარში), 1:2 გრიზმანი (58), 1:3 ვრსალკო (60), 2:3 დურო (90+2), 3:3 დურო
(90+6)

- ლუის სუარესმა "ვალენსიას" კარიერაში მე-14 გოლი გაუტანა - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შემდეგ თამაშებში ჩვენებურს უნდა მიეცეს თამაშის საშუალება,სილესენმა შეცდომები დაუშვა!
დავითი
09:57 08-11-2021
4
ეს სილესენიც კაი ყავს ვალენსიას ... ახალგაზრდას მაინც მისცეს შანსი და იქნება და გაუმართლოს, რაც დაარტყეს ყველას უშვებს, შორიდან თუ ახლოდან.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული