დღეს, 9 ნოემბერს, "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა ხავიმ პირველი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, საფეხბურთო დირექტორი მატეუ ალემანი და საერთაშორისო საკითხებში დირექტორი იორდი კრუიფი დაესწრნენ. ამ კვირაში გუნდი სამ ვარჯიშს გამართავს, უქმეებზე კი დაისვენებს.
ხავიმ ახალი წესები შემოიღო
ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე საათ-ნახევრით ადრე უნდა გამოცხადდეს, რათა ისაუზმონ, მოემზადონ და ინდივიდუალური სამუშაო შეასრულონ. სამწვრთნელო შტაბის წევრები ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ.
ფეხბურთელები ბაზაზე დიეტოლოგების მეთვალყურეობით უნდა გამოიკვებონ. ეს ტრავმების ალბათობას შეამცირებს. აგრეთვე, ხავიმ მოთამაშეთა
ფეხბურთელებს მატჩამდე 48 საათით ადრე გვიანობამდე სახლს გარეთ ყოფნა აეკრძალათ, რათა სათამაშოდ ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. მათ თავისუფალ დროს ქალაქგარეთ გასვლისათვის სამწვრთნელო შტაბის თანხმობა სჭირდებათ. აკრძალულია სარისკო გართობა - სერფინგი და ელექტროველოსიპედით გადაადგილება. ეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა.
ასევე, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან საკუთარ იმიჯზე იზრუნონ და სამაგალითონი იყვნენ.