"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მცველ დანი ალვეშის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 38 წლის ალვეშს "ბარსაში" დაბრუნება სურს.
დიდი ალბათობით, მას "ბარსელონა" უარს ეტყვის, რადგან ეს დაუგეგმავი ტრანსფერი კლუბის სტრატეგიას ეწინააღმდეგება, რომელიც პირველ რიგში ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
დანი ალვეშმა "სან-პაულუ" სექტემბერში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა.